თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება 2026 წლის 14-15 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 მარტამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
საკონტაქტო პირი:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
საკვანძო სიტყვები;
თეზისების ძირითადი ტექსტი.